ფორმულა ერთის სეზონი 1994
ფორმულა ერთის 1994 წლის სეზონი — ფორმულა ერთის რიგით 45-ე სეზონი. იგი 1994 წლის 27 მარტს დაიწყო, და 16 ეტაპის შემდეგ, 13 ნოემბერს დამთავრდა. მიხაელ შუმახერმა თავისი პირველი ჩემპიონის ტიტული მოიპოვა. მეორე ადგილზე „უილიამსის“ მრბოლელი, დეიმონ ჰილი გავიდა, ხოლო მესამე ადგილი „ფერარის“ პილოტმა, გერჰარდ ბერგერმა დაიკავა. შუმახერი „ბენეტონისთვის“ ასპარეზობდა, რომელიც Ford-ის ძრავებს იყენებდა, შესაბამისად იგი უკანასკნელი ჩემპიონია, რომლის ბოლიდს Ford-ის ძრავი ჰქონდა.[1] კონსტრუქტორების ჩემპიონატი „უილიამსმა“ მოიგო.
1994 წლის სეზონი ფორმულა ერთის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე ტრაგიკული და სკანდალური აღმოჩნდა. ჩემპიონატის მესამე ეტაპზე, სან-მარინოს გრან-პრიზე, ავარიების შედეგად დაიღუპნენ ავსტრიელი ახალბედა როლანდ რატცენბერგერი, და ბრაზილიელი სამგზის მსოფლიო ჩემპიონი, აირტონ სენა. გარდა ამისა, სეზონის განმავლობაში მომხდარი ავარიების შედეგად დაშავდნენ როგორც პილოტები, ასევე მექანიკოსები, მაყურებლები და მარშალები.[2] ფია-მ შემდგომში უამრავი ცვლილება განახორციელა, რათა სპორტი უფრო უსაფრთხო გაეხადა.
1993 წლის ჩემპიონმა, ალენ პროსტმა, თავისი ტიტულის დაცვაზე უარი თქვა და სპორტიდან წავიდა.[3] 1994 წლის სეზონი უკანასკნელი იყო „ლოტუსისთვის“, რომელიც ფორმულა ერთის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული კონსტრუქტორი იყო. ხანგრძლივი პაუზის შემდეგ, სპორტში პირველად დაბრუნდა Mercedes-Benz, ამჯერად შვეიცარიული გუნდის, „ზაუბერის“ ტექნიკური პარტნიორის სახით. სეზონში 1990 წლიდან პირველი გამარჯვება მოიპოვა „ფერარიმ“, სანამ „მაკლარენმა“ 1980 წლის შემდეგ პირველი სეზონი გაატარა მოგების გარეშე. 1994 წელს ფორმულა ერთის გრან-პრიზე მონაწილეობა 46-მა პილოტმა მიიღო, მათგან 14-მა თავისი დებიუტი ჩაატარა. პილოტებს შორის ბევრი ე.წ „რენტა-დრაივერი“ იყო.
გუნდები და პილოტები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ფორმულა ერთის 1994 წლის მსოფლიო ჩემპიონატში მონაწილეობას შემდეგი გუნდები და პილოტები იღებდნენ. ყველა გუნდს საბურავებით კომპანია Goodyear ამარაგებდა.
გუნდი | კონსტრუქტორი | შასი | ძრავი | № | მრბოლელი | ეტაპები |
---|---|---|---|---|---|---|
Rothmans Williams Renault | უილიამსი | FW16
FW16B |
Renault RS6 3.5 V10 | 0[კომ 1] | დეიმონ ჰილი | ყველა |
2 | აირტონ სენა | 1–3 | ||||
დევიდ კულტჰარდი | 5–6, 8–13 | |||||
ნაიჯელ მენსელი | 7, 14–16 | |||||
Tyrrell Racing Organisation | ტირელი | 022 | Yamaha OX10B 3.5 V10 | 3 | უკიო კატაიამა | ყველა |
4 | მარკ ბლანდელი | ყველა | ||||
Mild Seven Benetton Ford | ბენეტონი | B194 | Ford EC Zetec-R 3.5 V8 | 5 | მიხაელ შუმახერი | 1–11, 14–16 |
იურკი იარვილეჰტო | 12–13 | |||||
6 | იოს ვერსტაპენი | 1–2, 7–14 | ||||
იურკი იარვილეჰტო | 3–6 | |||||
ჯონი ჰერბერტი | 15–16 | |||||
Marlboro McLaren Peugeot | მაკლარენი | MP4/9 | Peugeot A6 3.5 V10 | 7 | მიკა ჰაკინენი | 1–9, 11–16 |
ფილიპ ალიო | 10 | |||||
8 | მარტინ ბრანდლი | ყველა | ||||
Footwork Ford | ფუტუორკი | FA15 | Ford HBE7/8 3.5 V8 | 9 | კრისტიან ფიტიპალდი | ყველა |
10 | ჯანი მორბიდელი | ყველა | ||||
Team Lotus | ლოტუსი | 107C
109 |
Mugen Honda MF-351 HC 3.5 V10
Mugen Honda MF-351 HD 3.5 V10 |
11 | პედრო ლამი | 1–4 |
ალესანდრო ზანარდი | 5–10, 12 | |||||
ფილიპ ადამსი | 11, 13 | |||||
ერიკ ბერნარი | 14 | |||||
მიკა სალო | 15–16 | |||||
12 | ჯონი ჰერბერტი | 1–13 | ||||
ალესანდრო ზანარდი | 14–16 | |||||
Sasol Jordan | ჯორდანი | 194 | Hart 1035 3.5 V10 | 14 | რუბენს ბარიკელო | ყველა |
15 | ედი ირვაინი | 1, 5–16 | ||||
აგური სუზუკი | 2 | |||||
ანდრეა დე ჩეზარესი | 3–4 | |||||
Tourtel Larrousse F1 | ლარუსი | LH94 | Ford HBF7/8 3.5 V8 | 19 | ოლივიე ბერეტა | 1–10 |
ფილიპ ალიო | 11 | |||||
იანიკ დალმასი | 12–13 | |||||
ჰიდეკი ნოდა | 14–16 | |||||
20 | ერიკ კომა | 1–15 | ||||
ჟან-დენი დელეტრაზი | 16 | |||||
Minardi Scuderia Italia | მინარდი | M193B
M194 |
Ford HBC7/8 3.5 V8 | 23 | პიერლუიჯი მარტინი | ყველა |
24 | მიკელე ალბორეტო | ყველა | ||||
Ligier Gitanes Blondes | ლიჟიე | JS39B | Renault RS6 3.5 V10 | 25 | ერიკ ბერნარი | 1–13 |
ჯონი ჰერბერტი | 14 | |||||
ფრანკ ლაგორსი | 15–16 | |||||
26 | ოლივიე პანისი | All | ||||
Scuderia Ferrari | ფერარი | 412T1
412T1B |
Ferrari 041 3.5 V12
Ferrari 043 3.5 V12 |
27 | ჟან ალეზი | 1, 4–16 |
ნიკოლა ლარინი | 2–3 | |||||
28 | გერჰარდ ბერგერი | ყველა | ||||
Broker Sauber Mercedes | ზაუბერი | C13 | Mercedes-Benz 2175B 3.5 V10 | 29 | კარლ ვენდლინგერი | 1–4 |
ანდრეა დე ჩეზარესი | 6–14 | |||||
იურკი იარვილეჰტო | 15–16 | |||||
30 | ჰაინც-ჰარალდ ფრენტცენი[კომ 2] | ყველა | ||||
MTV Simtek Ford | სიმტეკი | S941 | Ford HBD6 3.5 V8 | 31 | დევიდ ბრებჰემი | ყველა |
32 | როლანდ რატცენბერგერი | 1–3 | ||||
ანდრეა მონტერმინი | 5 | |||||
ჟან-მარკ გუნონი | 7–13 | |||||
დომენიკო სკიატარელა | 14, 16 | |||||
ტაკი ინოე | 15 | |||||
Pacific Grand Prix | პასიფიკი | PR01 | Ilmor 2175A 3.5 V10 | 33 | პოლ ბელმონდო | ყველა |
34 | ბერტრან გაშო | ყველა |
ცვლილებები გუნდებში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- „ლოლა“ (სრული სახელია „ლოლა BMS სკუდერია იტალია“) 1993 წლის სეზონის ბოლო ორ რბოლამდე დაიხურა. მისი ქონების ნაწილი „მინარდიმ“ იყიდა, და შედეგად წარმოიქმნა „მინარდი სკუდერია იტალია“.
- „მაკლარენმა“ Ford-თან 1 წლიანი პარტნიორობისა და Lamborghini-ს V12 ძრავების ტესტირების შემდეგ Peugeot-ის V10 ძრავებზე გადაინაცვლა.
- „ლოტუსმა“ Mugen-Honda-ს ძრავებზე გადაინაცვლა.
- „ზაუბერის“ ტექნიკურმა პარტნიორმა, Mercedes-Benz-მა წინა წლის კომპლექტაციის Illmor-ის V10 ძრავი განავითარა და 1955 წლიდან აღებული პაუზის შემდეგ პირველად დაბრუნდა ფორმულა ერთში.
- 1993 წელს „ლარუსი“ Lamborghini-სთან, მაგრამ შემდეგ Ford-ის ძრავებზე გადაინაცვლა. Lamborghini სპორტიდან მას შემდეგ წავიდა, რაც „მაკლრენმა“ ტესტების შემდეგ მათ ძრავებზე უარი თქვა.
- ფორმულა ერთს ორი ახალი გუნდი შეუერთდა: „სიმტეკი“ და „პასიფიკი“
ცვლილებები პელეტონში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- თავისი მეოთხე ტიტულის მოპოვების შემდეგ, მოქმედმა ჩემპიონმა ალენ პროსტმა ფორმულა ერთიდან წასვლა გადაწყვიტა. „უილიამსში“ მისი ადგილი სამგზის ჩემპიონმა აირტონ სენამ დაიკავა, რომელიც თავის მხვრივ, „მაკლარენში“ მარტინ ბრანდლით ჩაანაცვლეს.
- „ზაუბერში“ იურკი იარვილეჰტოს მაგივრად დებიუტანტი ჰაინც-ჰარალდ ფრენტცენი იასპარეზებდა. იარვილეჰტომ „ბენეტონში“ ამოჰყო თავი, სადაც სპორტიდან წასული რიკარდო პატრეზე ჩაანაცვლა, თუმცა სეზონისწინა ტესტებზე მან კისერი დაიზიანა, და იგი დროებით იოს ვერსტაპენმა ჩაანაცვლა. ფინელმა სეზონის მხოლოდ ექვს გრან-პრიზე იასპარეზა.
- მარკ ბლანდელი „ტირელმა“ აიყვანა. ანდრეა დე ჩეზარისი 1994 წელს „ჯორდანისა“ და „ზაუბერის“ სათადარიგო პილოტი იყო.
- „მინარდისთვის“ მიკელე ალბორეტო ასპარეზობდა, ხოლო ჟან-მარკ გუნონმა „სიმტეკში“ გადაინაცვლა.
- „ფუტუორკმა“ თავიანთი შემადგენლობა მთლიანად განაახლა. ამჯერად მათთვის ჯანი მორბიდელი კრისტიან ფიტიპალდი ასპარეზობდნენ.
- „ლარუსმა“ ტოშიო სუზუკი ოლივიე ბერეტათი ჩაანაცვლა.
- „სიმტეკისთვის“ დევიდ ბრებჰემი და ახალბედა როლანდ რატცენბერგერი ასპარეზობდნენ. მაშინ ბრებჰემს ფორმულა ერთის გრან-პრიზე მონაწილეობა ბოლოჯერ 1990 წელს მიეღო. „პასიფიკმა“ პოლ ბელმონდო და ბერტრან გაშო აიყვანა.
ცლილებები შუა სეზონში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- აირტონ სენა სან-მარინოს გრან-პრიზე მომხდარმა ავარიამ იმსხვერპლა. „უილიამსმა“ მომდევნო ეტაპზე მხოლოდ ერთი ბოლიდი გაიყვანა. შემდგომში მეორე პილოტის სტატუსი დევიდ კულტჰარდს ერგო, რომელსაც პერიოდულად ანაცვლებდა 1992 წლის მსოფლიო ჩემპიონი, ნაიჯელ მენსელი.
- „ბენეტონში“ მიხაელ შუმახერის თანაგუნდელი იოს ვერსტაპენი გახდა, როდესაც იურკი იარვილეჰტომ ტესტებზე კისერი დაიზიანა. ორი რბოლის შემდეგ ფინელი დაბრუნდა, თუმცა არადამაკმაყოფილებელი რეზულტატების გამო იგი კვლავ ვერსტაპენით ჩაანაცვლეს. მან რვა რბოლაში მიიღო მონაწილეობა, სანამ იგი ჯონი ჰერბერტით არ ჩაანაცვლეს, რომელმაც სეზონის ბოლო ორ ეტაპზე იასპარეზა. როდესაც მიხაელ შუმახერი ჯარიმის სახით ორი რბოლიდან მოხსნეს, იგი იარვილეჰტომ ჩაანაცვლა. ამის შემდეგ ფინელმა სეზონი „ზაუბერში“ დაამთავრა
- „ფერარის“ პილოტმა ჟან ალეზიმ მიუჯელოს წრეზე ჩატარებული კერძო ტესტებისას კისერი დაიზიანა, ამიტომაც პირველ სამ ეტაპზე იგი ნიკოლა ლარინით ჩაანაცვლეს.[4]
- ბრაზილიის გრან-პრიზე „ჯორდანის“ პილოტი ედი ირვაინი 4 სხვა პილოტთან ავარიაში მოჰყვა, რომლის გამოც იგი ჯარიმის სახით მომდევნო რბოლაზე არ დაუშვებდნენ. გუნდის მიერ ამ გადაწყვეტილების გასაჩივრების შემდეგ, დისკვალიფიკაცია სამ ეტაპამდე გაზარდეს.[5] მომდევნო წყნარი ოკეანის გრან-პრიზე იგი აგური სუზიკიმ ჩაანაცვლა, ხოლო სან-მარინოსა და მონაკოს ეტაპებზე — ანდრეა დე ჩეზარესმა.[6]
- „ზაუბერის“ პილოტი კარლ ვენდლინგერი მონაკოს გრან-პრიზე ავარიაში მოჰყვა, კომაში ჩავარდა და სეზონში მონაწილეობა აღარ მიუღია. შვეიცარიულ გუნდში იგი ჯერ ანდრეა დე ჩეზარესმა, ხოლო შემდეგ იურკი იარვილეჰტომ ჩაანაცვლეს.
- „ლოტუსის“ პილოტი პედრო ლამი სილვერსტოუნის წრეზე ჩატარებულ კერძო ტესტებზე ავარიაში მოჰყვა, რომლის შედეგად ორივე ფეხი და მაჯა მოიტეხა.[7] იგი ტესტ-პილოტმა ალესანდრო ზანარდიმ ჩაანაცვლა. ფილიპ ადამსმა ორ რბოლაში მიიღო მონაწილეობა. სეზონის დამთავრებამდე სამი ეტაპით ადრე „ლოტუსის“ მეორე პილოტმა ჯონი ჰერბერტმა „ლიჟიეს“ ერიკ ბერნარს გაუცვალა ადგილი. თუმცა ბერნარი „ლოტუსში“ მხოლოდ ერთი რბოლით დარჩა და მისი ადგილი მიკა სალომ დაიკავა, რომელსაც მანამდე ფორმულა ერთის ბოლიდი არასდროს უტარებია.[8] ჰერბერტმა „ლიჟიესთვის“ მხოლოდ ერთ გრან-პრიზე იასპარეზა, რის შემდეგაც „ბენეტონში“ გადაინაცვლა.
- ფილიპ ალიო, რომელიც წინა სეზონში „ლარუსისთვის“ ასპარეზობდა, 1994 წელს „მაკლარენის“ ტესტ-პილოტი გახდა. მან ერთი ეტაპით მიკა ჰაკინენი ჩაანაცვლა, როდესაც ეს უკანასკნელი გერმანიის გრან-პრიზე გამოწვეული ავარიის გამო ერთი ეტაპით დისკვავლიფიცირებული იქნა. როდესაც „ლარუსის“ მოქმედ პილოტს, ოლივიე ბერეტას, ფულადი სახსრები ამოეწურა და გუნდი დატოვა, იგი ერთი რბოლით ალიომ ჩაანაცვლა.
- ალიოს დროებითი დაბრუნების შემდეგ „ლარუსმა“ ჯერ იანიკ დალმასი, ხოლო შემდეგ ფორმულა 3000-ის პილოტი ჰიდეკი ნოდა აიყვანა. რენტა-დრაივერმა ჟან-დენი დელეტრაზმა გუნდს ფული გადაუხადა, რათა სეზონის უკანასკნელ გრან-პრიზე გუნდის მეორე პილოტი, ერიკ კომა ჩაენაცვლებინა.
- როლანდ რატცენბერგერის სიკვდილის შემდეგ „სიმტეკში“ ანდრეა მონტერმინის დებიუტი შედგა. თუმცა, იგი თავისი პირველივე პრაქტიკის სესიაზე ავარიაში მოჰყვა, რომლის შედეგად მარცხენა ქუსლი და მარჯვენა ტერფი დაიზიანა. მონტერმინის მაგივრად შემდეგში „მინარდის“ ყოფილი პილოტი ჟან-მარკ გუნონი, რენტა-დრაივერი დომენიკო სკიატარელა და ფორმულა 3000-ის პილოტი ტაკი ინოე ასპარეზობდნენ.
კალენდარი
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ეტაპი | გრან-პრი | ტრასა | თარიღი |
---|---|---|---|
1 | ბრაზილიის გრან-პრი | ჟოზე კარლოს პასეს სახელობის ავტოდრომი, სან-პაულუ | 27 მარტი |
2 | წყნარი ოკეანის გრან-პრი | TI-ს წრე, აიდა | 17 აპრილი |
3 | სან-მარინოს გრან-პრი | ენცო და დინო ფერარის სახელობის ავტოდრომი, იმოლა | 1 მაისი |
4 | მონაკოს გრან-პრი | მონაკოს წრე, მონაკო | 15 მაისი |
5 | ესპანეთის გრან-პრი | ბარსელონა-კატალუნიას წრე, მონტმელო | 29 მაისი |
6 | კანადის გრან-პრი | ჟილ ვილნევის სახელობის წრე, მონრეალი | 12 ივნისი |
7 | საფრანგეთის გრან-პრი | მანი-კურის (ნევერის) წრე, მანი-კური | 3 ივლისი |
8 | ბრიტანეთის გრან-პრი | სილვერსტოუნის წრე, სილვერსტოუნი | 10 ივლისი |
9 | გერმანიის გრან-პრი | ჰოკენჰაიმრინგი, ჰოკენჰეიმი | 31 ივლისი |
10 | უნგრეთის გრან-პრი | ჰუნგარორინგი, მოდიოროდი | 14 აგვისტო |
11 | ბელგიის გრან-პრი | სპა-ფრანკორშამის წრე, სტაველო | 28 აგვისტო |
12 | იტალიის გრან-პრი | მონცას ეროვნული ავტოდრომი, მონცა | 11 სექტემბერი |
13 | პორტუგალიის გრან-პრი | ეშტორილის ავტოდრომი, ეშტორილი | 25 სექტემბერი |
14 | ევროპის გრან-პრი | ხერესის მუდმივი წრე, ხერეს-დე-ლა-ფრონტერა | 16 ოქტომბერი[კომ 3] |
15 | იაპონიის გრან-პრი | სუზუკას წრე, სუზუკა | 6 ნოემბერი |
16 | ავსტრალიის გრან-პრი | ადელაიდის წრე, ადელაიდა | 13 ნოემბერი |
წყარო:[9] |
ცვლილებები კალენდარში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- სამხრეთი აფრიკის გრან-პრი მას შემდეგ გაუქმდა, რაც კიალამის წრე სამხრეთ აფრიკის საავტომობილო ასოციაციამ იყიდა, რომელმაც ტრასაზე ფორმულა ერთის გრან-პრის ჩატარება ზედმეტად ძვირად ჩათვალა.[10]
- ევროპის გრან-პრი 17 აპრილისთვის იყო დაგეგმილი და დონინგტონის წრეზე ტარდებოდა,[11] თუმცა გაუქმდა. იგი წყნარი ოკეანის გრან-პრიმ ჩაანაცვლა, რომელსაც იაპონიაში მდებარე TI-ს წრემ ჩაანაცვლა.
- ესპანეთის გრან-პრიმ და მონაკოს ეტაპმა ადგილები გაცვალეს.
- არგენტინის გრან-პრი თავდაპირველად 16 ოქტომბერს უნდა ჩატარებულიყო, თუმცა ოსკარ ალფრედო გალვეზის ტრასაზე მიმდინარე სარემონტო სამუშაოების გამო იგი მომდევნო წლისთვის გადაიდო.[12]
- ევროპის გრან-პრი ფორმულა ერთის კალენდარზე დაბრუნდა, რათა არგენტინის გრან-პრი ჩაენაცვლებინა. ეტაპი ხერეზის წრეზე გაიმართა.
რეგულაციების ცვლილებები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ტექნიკური რეგულაციები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]სპორტის მიმართ კრიტიკის გამო, ასევე ფორმულა ერთის გუნდის მუშაობის ფასის შემცირების მიზნით, ფია-მ ტექნიკურ რეგლამენტში მკვეთრი ცვლილებები შემოიღო. აიკრძალა ე.წ „დამხმარე სისტემები“,[13][14] როგორიცაა:
- აქტიური საკიდრები
- წევის კონტროლის სისტემა, ე.წ „ტრექშნ კონტროლი“
- ABS სისტემა
- ლაუნჩ კონტროლი
გარდა ამისა, აიკრძალა ბოლიდის ოთხი ბორბლით მართვა. აკრძალვების ერთ-ერთი მხარდამჭერი სამგზის ჩემპიონი აირტონ სენაც იყო, თუმცა ბრაზილიელმა განაცხადა, რომ ვინაიდან ბოლიდების მართვა გართულდა, ხოლო მათი სისწრაფე არ შემცირებულა, შემოტანილი ცვლილებები უამრავ ავარიას გამოიწვევდა.
1983 წლიდან პირველად დაიშვა რბოლის დროს საწვავის შევსება.[15]
ახალი წესების თანახმად, ტრანსმისიას ოთხიდან შვიდამდე გადაცემა უნდა ჰქონოდა.[16]
კომენტარები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ მოქმედი ჩემპიონი ალენ პროსტის სპორტიდან წასვლის გამო პელეტონში ნომერი 1 არავის მიენიჭა; დეიმონ ჰილი ნომერ 0-ით ასპარეზობდა.
- ↑ თავდაპირველად ფრენტცენი მონაკოს გრან-პრიზე მონაწილეობდა მაგრამ პრაქტიკის შემდეგ, როცა მისი თანაგუნდელი, კარლ ვენდლინგერი ავარიაში მოჰყვა, იგი გრან-პრიდან მოიხსნა.
- ↑ ევროპის გრან-პრი თავდაპირველად 17 აპრილს, დონინგტონის წრეზე უნდა ჩატარებულიყო, მაგრამ იგი გაუქმდა. საბოლოოდ გრან-პრი 1994 წლის კალენდარზე დაბრუნდა და არგენტინის გრან-პრი ჩაანაცვლა, რომელიც მომდევნო წელს ჩატარდა.
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ 6th Gear - Years in Gear - European & World Champions. ციტირების თარიღი: 2023-07-06
- ↑ The diary of disaster. Motor Sport (December 2004). ციტირების თარიღი: 12 August 2020
- ↑ The diary of disaster. Motor Sport (December 2004). ციტირების თარიღი: 12 August 2020
- ↑ „Una Ferrari senza Alesi“. Repubblica.it. April 1994. p. 28. დაარქივებულია ორიგინალიდან — 21 June 2015. ციტირების თარიღი: 27 June 2008.
- ↑ Alsop, Derick (7 April 1994). „Motor Racing: Irvine's ban increased: FIA rejects appeal“. The Independent. ციტირების თარიღი: 5 October 2014.
- ↑ Motorsport Information for April 1994. GEL Motorsport (April 1994). ციტირების თარიღი: 5 October 2014
- ↑ Derick Allsop. (1994-05-25) Motor Racing: Lamy in 'horrifying' crash at Silverstone: Lotus driver breaks kneecaps and thigh as car disintegrates following 150mph smash during testing for Spanish Grand Prix — Sport. The Independent. ციტირების თარიღი: 2014-02-04
- ↑ FIA Formula 1 World Championship – 1995 Season Review. [VHS]. Duke Video. 11 December 1995. Event occurs at 13:00–14:00. EAN-13 5 017559 034955. https://www.amazon.co.uk/Formula-Grand-Prix-Review-1995/dp/B00004CRI7.
- ↑ F1 Calendar - 1994. ESPN (1994).
- ↑ David Hayhoe, Formula 1: The Knowledge – 2nd Edition, 2021, page 36.
- ↑ David Hayhoe, Formula 1: The Knowledge – 2nd Edition, 2021, page 36.
- ↑ David Hayhoe, Formula 1: The Knowledge – 2nd Edition, 2021, page 36.
- ↑ Safety Improvements in F1 since 1963. atlasf1.com. ციტირების თარიღი: 25 January 2024
- ↑ F1 rules and stats 1990-1999 (January 2009). ციტირების თარიღი: 3 February 2024
- ↑ Safety Improvements in F1 since 1963. atlasf1.com. ციტირების თარიღი: 25 January 2024
- ↑ Tanaka, Hiromasa. Transition of Regulation and Technology in Formula One. Honda R&D Technical Review 2009 - F1 Special (The Third Era Activities), 2009, p. 8.